საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის  გიორგი პარკაულის  2024 წლის 16 თებერვლის  განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. შეიქმნას სტუდენტ გიორგი პარკაულის ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,, რუსეთის საგარეო პოლიტიკა “   შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი

2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.